უნიკალური მიღწევა - რა გააკეთა "ბარსელონას" ქალთა გუნდმა

უნიკალური მიღწევა - რა გააკეთა "ბარსელონას" ქალთა გუნდმა
17-05-2021, 21:23

როგორც იცით, გუშინ შედგა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდნენ.

ბევრისთვის მოულოდნელად, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ინგლისელებს ძალიან მარტივად, ანგარიშით 4:0 სძლიეს.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონა" გახდა პირველი კლუბი, რომლის მამაკაცთა და ქალთა გუნდებსაც ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული.

გარდა ამისა, ტურნირის არსებობის 19 წლიან ისტორიაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ტიტული არცერთ ესპანურ გუნდს ჰქონდა აღმართული და "ბლაუგრანამ" ეს ნავსიც გატეხა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ხუთჯერ აქვთ მოგებული, მათ შორის უკანასკნელი, - 2014/15 წლების სეზონში

FACEBOOK კომენტარები