პიოლი: "ახლა იმაზე ფიქრის დრო აღარ არის თუ რა უნდა გაგვეკეთებიმა უკეთესად"

პიოლი: "ახლა იმაზე ფიქრის დრო აღარ არის თუ რა უნდა გაგვეკეთებიმა უკეთესად"
17-05-2021, 10:08
164

"კალიარისთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"დღეს საუკეთესო საღამო არ იყო, გუნდს ის ხარისხი და მონდომება არ ეტყობოდა, რომელიც გასულ ორ მატჩში გვქონდა, თუმცა სწორედ ტურინში დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია".

"ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ მატჩში გამარჯვება და ამის გამო უფრო დაძაბულები ვიყავით, ბურთს საჭირო სისწრაფით ვერ ვამოძრავებდით და მომენტების შექმნა გვიჭირდა".

"ახლა იმაზე ფიქრის დრო აღარ არის თუ რა უნდა გაგვეკეთებიმა უკეთესად, რადგან მთლიანად მომავალ მატზე გვმართებს ყურადღების მობილიზება. "ატალანტა" ერთადერთი მაღალი დონის მეტოქეა, რომელსაც ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ვერცერთხელ გავუმკლავდით და ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველოდება, მაგრამ საკუთარ თავში რწმენას არ ვკარგავთ".

"ცვლილებები დავაგვიანე? ბენასერის ნაცვლად მეიტე იმიტომ გამოვიყვანე, რომ ნახევარდაცვაში დინამიურობა გვაკლდა. რაც შეეხება მანჯუკიჩს, სამწუხაროდ მისი მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა მეტი ითამაშოს და უფრო ადრე ხორვატის მოედანზე შემოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო".

"იბრა? ბოლო ორი ტური ბევრი ამბობდა, რომ გუნდი მის გარეშე უკეთ თამაშობს. სხვანი კი ამბობენ, რომ "მილანს" შვედის გარეშე არაფერი შეუძლია. მინდა ვთქვა, რომ მართალი არცერთია. დღეს "როსონერის" ქულები იბრას არყოფნის გამო არ დაუკარგავს, დღეს გუნდმა დაძაბულობას და ზეწოლას ვერ გაუძლო, რაც ძალიან სამწუხაროა".

"თუ სერია ა-ს ოთხეულს მიღმა დავრჩებით სამწუხარო იქნება, მაგრამ არა კატასტრობა. ამ სეზონში "მილანს" მყარი საძირკველი ჩავუყარეთ და მჯერა, ნათელი მომავალი ახლოსაა".

FACEBOOK კომენტარები