4 მედლის შანსი 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე

4 მედლის შანსი  23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე
18-05-2021, 15:05
182

დღეს სკოპიეში 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც, რა თქმა უნდა, ქართველი ფალავნებიც გამოდიან.

ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ტურნირის პირველ დღეს 5 წონიდან ოთხში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსები აქვთ. 57 კილოგრამ კატეგორიაში რამაზ თურმანიძეს, 70 კგ-ში გიორგი ელბაქიძეს, 79 კილოგრამში გოგა მაიაურს, 97 კგ-ში ლუკა ხუჭუასა და გიორგი ჭოლაძეს (65 კგ) ჩრდილოეთ მაკედონიიდან ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვთ.

ხვალ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების დარჩენილი 5 კატეგორია იასპარეზებს, მათ შორის რამდენიმე ქართველიც: თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ),მირიან მაისურაძე (92 კგ), ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ).

FACEBOOK კომენტარები