რეკლამა

ქართველი მოჭიდავეების დიდი წარმატება საფრანგეთში (ვიდეო)

ქართველი მოჭიდავეების დიდი წარმატება საფრანგეთში (ვიდეო)
17-01-2021, 02:30
181

საფრანგეთში გამართულ გრან-პრიზე ძალიან წარმატებულად იასპარეზეს თავისუფალ სტილის მოჭიდავეებმა.

ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 8 მედლის მოპოვება შეძლეს და საქართველოში ნამდვილად ხელდამშვენებული დაბრუნდებიან. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ ჩვენმა მოჭიდავეებმა საფრანგეთი "გაძარცვეს".

ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დასჯერდნენ.

ტლაშაძემ ნახევარფინალში მიღებული ფეხის ტრამვის გამო ვეღარ შეძლო ოქროს მედლისათვის ასპარეზობა, მაჭარაშვილმა ფინალური შეხვედრა დათმო ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ კაილ სნაიდერთან.

ოქროს მედლის მოპოვება კი სამმა ქართველმა შეძლო : ბექა ლომთაძე (61 კგ) , ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) შეძლეს.

FACEBOOK კომენტარები