პერესმა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ისაუბრა

ფლორენტინო პერესმა სუპერ ლიგის ამბების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტმა "El Larguero"-სთან ისაუბრა.
"შესაძლოა, სუპერ ლიგის წესები კარგად ვერ ავხსენით. ვეცდები დღეს უკეთესაც აგიხსნათ.
"ვარ თუ არა სუპერ ლიგისა და "რეალის" პრეზიდენტი? არა, მხოლოდ "სამეფო გუნდს" ვხელვმძღვანელობ.
"მოწყენილი და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ პრექტს სამი წლის განმავლობაში ვამუშავებდით.
"შიდა ჩემპიონატებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჩანაცვლება გვსურს, რადგან ეს უკვე მოძველებული ტურნირია.
"რამდენიმე კლუბისა და უეფას პრეზიდენტი ძალიან აგრესიული იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს.
"სუპერ ლიგა სტარტს აგვისტოდან იღებს და სეზონის ბოლომდე გრძელდება. ტურნირის ფარგლებში როგორც დიდი, ისევე პატარა გუნდები თანხას მიიღებენ.
"პრემიერ ლიგის 6 გუნდიდან ერთ-ერთი პროექტში დარწმუნებული არ იყო. რამაც სხვა კლუბებიც დაიყოლია.
"ჩემპიონთა ლიგის სისტემა ძალიან მოძველებულია. ეს ტურნირი საინტერესო მხოლოდ მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგაა.
"ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ჩვენ ფეხბურთს ვკლავთ, თუმცა სუპერ ლიგით ფეხბურთი გადარჩება.
"ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა. თითქოს შიდა ჩემპიონატებს გავაუქმებდით. ამასთან თითქოს ფეხბურთს ვკლავთ, თუმცა არცერთი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება. ის, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, მოწოდებულია, რომ ის, რაც გააჩნია არ დაკარგოს.
"თორმეტმა კლუბმა გასულ წელს ჯამში 650 მილიონი იზარალა.
"თუ ამ პროექტმა არ გააფორმა, სხვა ვარიანტიც იქნება.
"სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ის პრივილეგიები, რომელიც მათ აქვთ, არ დაკარგონ.
"პრემიერ ლიგის გუნდებმა სუპერ ლიგა იმიტომ დატოვეს, რომ უეფასგან და ფიფასგან დიდი ზეწოლა წმოვიდა. ამ მომენტისთვის სუპერ ლიგის პროექტი შეჩერებულია.
"არც ფიფა და არც უეფა არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ რაიმე ავუხსნათ. მათ არაკორექტული ხალხი ჰყავთ.
"რეალი", "ბარსა" "იუვე" და "მილანი ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში არიან, რათა გამოსავალი მოიძებნოს. მათ ტურნირი არ დაუტოვებიათ.
"ახალგაზრდა ადამიანები ფეხბურთს არ უყურებენ. მათ სხვა ჰობი აქვთ.
"ხალხი ამბობს, რომ პროექტი საფეხბურთი მიდგომებს ეწინააღმდეგება, თუმცა ეს არასწრორია. ამ 15-მა კლუბს საკმარისი დამსახურება აქვთ, რადგან ბოლო 20 წელში მათ არაერთი ტიტული მოიგს. როგორ შეიძლება თქვა, რომ მათ ეს არ დაუმსახურებიათ?
"უეფამ "საოცარი" შეთავაზება გამოგვიგზავნა. ორგანიზაციის პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელიც ამ თემაზე ისაუბრებს.
"ჩვენ ახალი პროექტი გვჭირდება, რათა მეტი ფული ვიშოვოთ.
"ერთი და იგივე გუნდები მუდმივად? "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა" ევრო ტურნირების საგზურს ყოველ ჯერზე იგებენ.
"ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი? ეს არავის აინტერესებს, რადგან ვერავინ გაიგო.
"რელობა მძიმეა. შეხედეთ, თუ რამდენი ადამიანი უყურებს დიდ მატჩს და რამდენი სხვა მატჩებს. რეალისტები უნდა ვიყოთ.
"ლაპორტას ვესაუბრე. "ბარსა" კვლავ ჩვენს გვერდითაა.
"კლუბებს შორის კონტრაქტი დაიდო. პრემიერ ლიგის გუნდებს ასე მოქცევა არ შეეძლოთ, თუმცა სასამართლოს არ მივმართავთ, რადგან ისინი სერიოზული ადამიანები არია და გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით.
"ამ დღეებში თავს მარტოდ არ ვგრძნობდი. მარტო არავის დავუტოვებივარ. მაგალითად, დღეს "იუვეს" წარმომადგენლებს სამჯერ ვესაუბრე.
"უეფასი და ფიფასი არ მეშინია. ჰოლანდისა და მბაპეს ტრანსფერი სუპერლიგის გარეშე გამორიცხულია.
"თუ ფიქრობ, რომ სუპერ ლიგა ფეხბურთს კლავს, შენ ცდები.
"არამარტო ჩვენთვის, ნებისმიერი კლუბისთვის სუპერ ლიგის გარეშე დიდი ტრანსფერებს განხორციელება გაჭირდება.
"თუ ფული არ იქნება, ტოპ-ტრანსფერები გართულდება. ამასთან, ტრანსლაციების ფასიც დაიწევს და ფეხბურთელების გაყიდვაც პრობლემას შექმნის.
"ამ ყველაფერზე თორმეტივე კლუბმა ვისაუბრეთ, თუმცა ნახეთ, რაც მოხდა.
"სუპერ ლიგას ასე გვერდით ვერ გადადებ. ძალიან ბევრი ადამიანისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.
"იმოქმედებს თუ არა ეს სიტუაცია "პარი სენ-ჟერმენთან" ურთიერთობაზე? არა, ჩვენ ვმეგობრობთ",
"როდესაც ტურნირის შექმნის შესახებ გამოვაცხადეთ, ბევრმა ადამიანმა დამირეკა და აღნიშნული ფაქტი მომილოცა.
"რამოსის კონტრაქტი? პანდემიიდან გამომდინარე ფეხბურთელბს დათმობაზე წასვლა უწევთ. ამ კითხვაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
"ამ სეზონში ჩვენი ზარალი დაახლოებით 180 მილიონი იქნება.
"ვფიქრობ, სუპერლიგა არ არის ის ტურნირი, რომელიც ზიანს აყენებს
"რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. ეს საქმე თავად კლუბსაც ეხება. რამდენიმე მოთამაშე ხელფასის შემცირებას დათანხმდა, თუმცა გარდა ამისა სხვა ბევრი ფაქტორიცაა.
"სუპერ ლიგის პროქტი არ დამთავრებულ. მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ.
"მბაპეს ვიცნობ. ზოგადად, მე ყველას ვიცნობ. ყველასთან ვმეგობრობ.
"გალაქტიკოს შექმნით თავის დროზე მსოფლიო შევცვალოთ. ახლა ამის საჭიროება კიდევ ერთხელ გვაქვს.
"მართალია ასაკში ვარ, თუმცა არ დავღლილვარ. მთელი ჩემი ცხოვრება ადრე ვიძინებ და ადრე ვდგები", - განაცხადა ფლორენტინომ.