რეკლამა

კვარაცხელიას ქართულად დასმულ შეკითხვას ფიგუმ გულწრფელი პასუხი გასცა

კვარაცხელიას ქართულად დასმულ შეკითხვას ფიგუმ გულწრფელი პასუხი გასცა
21-04-2021, 23:29
2 255

საფეხბურთო იუთუბარხზე ლუიშ ფიგუსთან საინტერესო ვიდეო გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა პორტუგალიელ ვეტერანს სთხოვა ფოტოებზე რუსი ფეხბურთელები გამოეცნო.

ლუიშ ფიგუმ ვიდეოზარის მეშვეობით, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ლეგენდარულ პორტუგალიელს ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ქართულად დაუსვა.

"ლუიშ ფიგუ, შენ ხარ ფეხბურთელებიდან ერთადერთი, რომელიც "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" გადვიდა. ჩემი კითხვა ასეთია, როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?"

"ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ზეწოლაზე თავისებურად რეაგირებს. მეჩვენება, რომ წნეხი ყოველთვის მაიძულებდა, ტონუსში ვყოფილიყავი. მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარია კონცენტრირებული იყო საქმეზე, მოახერხო მობილიზება იმ სამუშაოზე, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებ. უნდა გაიუმჯობესო უნარები და თამაშზე ფოკუსირება შეძლო. უნდა შეეცადო და გარეშე ფაქტორების, პრესისა და ფანებისგან მომდინარე მოვლენების აბსტრაგირება მოახდინო. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო", - უპასუხა ფიგუმ.

FACEBOOK კომენტარები