დილეტა ლეოტა: "სასიამოვნოა, კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების იტალიაში ხილვა"

დილეტა ლეოტა: "სასიამოვნოა, კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების იტალიაში ხილვა"
28-01-2023, 17:02

დილეტა ლეოტა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელიც DAZN-ში სპორტული მიმართულებით მუშაობს და სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ცოტა ხნის წინ დილეტას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარსაც ამოვიკითხავთ:

"ჩემთვის "ნაპოლიდან" ყველაზე შთამბეჭდავი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაა - არ არის მარტივი, ასე უცებ გაიარო იტალიაში ადაპტაცია და მსგავს დონეზე ითამაშო.ცალკე სათქმელია ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც უკვე ყოველკვირეულად დადიან დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე კვარას სანახავად.

სასიამოვნოა, რომ ამ კალიბრის ფეხბურთელი იტალიაშია", - განაცხადა მან.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები