“ამ მხრივ ის მსოფლიოში საუკეთესოა და აი რატომ”, - ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

“ამ მხრივ ის მსოფლიოში საუკეთესოა და აი რატომ”, - ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიაზე
14-01-2023, 09:29

ნაპოლიმ იუვენტუსი 5:1 გაანადგურა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ნეაპოლელთა ამ გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა - გოლით და ორი საგოლე პასით. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა:

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელი ტექნიკა აქვს. საგოლე ალღოც აქვს და ყოველთვის ახერხებს მეკარისთვის ურთულეს კუთხეში ბურთის გადაგზავნას. თითქოს მარჯვენა ფეხით დარტყმას აპირებს, ფინტს აკეთებს და შემდეგ მარცხნივ მიდის. ყველა თვალსაზრისით ძლიერია! გასაგებია, რომ ასეთ ფეხბურთელებს არ უყვართ დუელებში შესვლა და დაცვით ფაზებში თამაში", - თქვა სპალეტიმ.

FACEBOOK კომენტარები