მესიმ "პსჟ-ში" გადასვლა გადაწყვიტა

26-01-2021, 15:39
გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, ოჯახთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო.
ეპსანური პრესა ლეოს მიერ ფრანგული ენის სწავლის დაწყებას "პარი სენ-შერმენში" გადასვლის გადაწყვეტილებასთან აკავშირებს.
მესის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
FACEBOOK კომენტარები