პიოლი: "მოედანზე საუკეთესო პერფორმანსით უნდა ვაჩვენოთ"

პიოლი: "მოედანზე საუკეთესო პერფორმანსით უნდა ვაჩვენოთ"
26-01-2021, 14:16
145

სტეფანო პიოლიმ "ინტერთან" მატჩის წინ პრესკონფერენციზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ძალიან საშიშ და ვერაგ მოწონააღმდეგესთან გვიწევს დაპირისპირება და უნდა ვეცადოთ ჩვენი საუკეთესო მხარეები გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია კარგი პერფორმანსით დავბრუნდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ".

"კოპა იტალია მნიშვნელოვანი ტურნირია და თუ აქ მოგებას შევძლებთ, ყველას წინაშე თამამად წავრსდგებით. მოედანზე დიდი ენთუზიაზმით უნდა გავიდეთ".

"ბენასერი ახლა თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ "ბოლონიასთან" მატჩამდე მოედანზე არ დაბრუნდება. ჩალჰანოღლო ჯერ ჯერბით ისევ არ არის ფორმაში".

"პრობლემები გვქონდა მანჯუკიჩთან, ტონალისთან და კალულუსთან დაკავშირებით, დაზუსტებით ვერ გეტყვით შეძლებენ თუ არა ისინი მოედანზე გამოსვლას", - განაცხადა პიოლიმ.


FACEBOOK კომენტარები