კვარამ ისეთი რამ გააკეთა, ყველა შოკშია - ჩვენი ბიჭის სასწაული საქციელი, მთელი საქართველო აალაპარაკა

კვარამ ისეთი რამ გააკეთა, ყველა შოკშია - ჩვენი ბიჭის სასწაული საქციელი, მთელი საქართველო აალაპარაკა
20-12-2022, 01:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე ნაპოლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარა რამდენიმე წლის წინ დაეხმარა.

„რუსეთში მოღვაწე, ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომისთვის!“ – წერია მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ცნობაში.

ერთი თვის წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 150 ოჯახისათვის 25 ათასი ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 18 წლის მეკარე ლუკა მიქაია ზუგდიდის ათ შეჭირვებულ ოჯახს 500-ლარიანი პაკეტით დაეხმარა.

პანდემიის დროს კორონავირუსთან ბრძოლისთვის სფფ-მ 100 000 ლარი გამოყო. ამას გარდა, საფეხბურთო გუნდებმაც თავისი როლი ითამაშეს მოქალაქეთა დახმარებაში. ეს მაგალითები ამტკიცებს, რომ სიკეთე გადამდებია.

FACEBOOK კომენტარები