ბუსკეტსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს

ბუსკეტსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს
7-12-2022, 12:38

მაროკოსთან მარცხის შემდეგ სერხიო ბუსკეტსმა შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, - წერს Mundo Deportivo.

პენალტების სერიაში 34 წლის ნახევარმცველმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, რაც მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

წყაროს თანახმად, არ არის გამორიცხული, ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადოს და ისიც დაადასტუროს, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს.
არადა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, სერხიო სანაკრებო კარიერის დასრულებაზე საუბარზე უარს აცხადებდა.

"ფურია როხას" თავკაცმა, ლუის ენრიკემ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ გამოცდილი საყრდენის ნაკრებში დარჩენა მისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ, მაგრამ ნაკრებიდან გაშვების საფრთხე ახლა თავად ლუჩოს ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა მაროკოს პენალტების სერიაში ერთი თერთმეტმეტრიანიც კი ვერ გაუტანეს და კატარის მუნდიალს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

FACEBOOK კომენტარები