საუკეთესო პერფორმანსი! - რა თანხა მიიღო რომან დოლიძემ ბრწყინვალე გამარჯვებისთვის

საუკეთესო პერფორმანსი! - რა თანხა მიიღო რომან დოლიძემ ბრწყინვალე გამარჯვებისთვის
4-12-2022, 14:31

როგორც მოგეხსენებათ, ირლანდიაში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ნორვეგიელ ჯეკ ჰერმანსონს სძლია.

34 წლის სპორტსმენმა მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დოლიძემ ბრძოლაში მონაწილეობისთვის და გამარჯვებისთვის ჯამში 100,000 დოლარი მოიპოვა, დამატებითი 5 ათასი დოლარი კი სპონსორებისგან ერგო.

აღსანიშნავია, რომ რომანმა აღნიშნულ გამარჯვების შედეგად "Performnace of the night"-ის სახით 50 ათასი დოლარი მიიღო. ჯამში, დოლიძის შემოსავალმა 155,000 დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, რომან დოლიძემ აღნიშნული პრიზი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 34 წლის ქართველმა სპორტსმენმა MMA-ში მე-12 გამარჯვება მოიპოვა.

FACEBOOK კომენტარები