ცნობილია! - რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ სლემზე

ცნობილია! - რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ სლემზე
3-12-2022, 22:10

როგორც მოგეხსენებათ, იაპონიის ქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშამ მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ერთადერთი მარცხი ნახევარფინალში უდრამატულეს შეხვედრაში მასპინძელი სპორტსმენის წინააღმდეგ იწვნია, ისიც შიდოებით.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა ძიგარო კარის ტურნირზე გამოსვლით 1500 ევრო გამოიმუშავა, საიდანაც 300 ევრო მწვრთნელს ერგება.

ცნობისთვის, ლაშა ბექაური ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგშიც განიცდის პროგრესს.

FACEBOOK კომენტარები