კრიშტიანუ რონალდუს 3-წლიანი კონტრაქტი და მეგა ანაზღაურება შესთავაზეს

კრიშტიანუ რონალდუს 3-წლიანი კონტრაქტი და მეგა ანაზღაურება შესთავაზეს
26-11-2022, 16:45

ოფიციალურად, კრიშტიანუ რონალდუსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გზები კიდევ ერთხელ გაიყო, პორტუგალიელი თავისუფალი აგენტი გახდა.

ამ დროისთვის, რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, თუმცა ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტისთვის ახალ გუნდს ეძებს.

გავლენიანი ჟურნალისტის ჯეიმს ბენგის თქმით, რონალდუს "ალ-ნასრი" 3-წლიან კონტრაქტს და უდიდეს ხელფასს სთავაზობს.

არაბული კლუბი მზად არის, რონალდუს 3 წლის განმავლობაში ჯამში 225 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

ჯერჯერობით, უცნობია 37 წლის ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულ შეთავაზებაზე.

FACEBOOK კომენტარები