უცნაური ამბავი! - რა მოუვიდა ბონოს ბელგიასთან მატჩში

უცნაური ამბავი! - რა მოუვიდა ბონოს ბელგიასთან მატჩში
27-11-2022, 21:44

რამდენიმე წუთის წინ F ჯგუფში მორიგი შეხვედრა დასრულდა. მაროკოს ნაკრებმა ბელგია ანგარიშით 0:2 გამარჯვება მოიპოვა.

აღნიშნულ მატჩში საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. გადაწყვეტილი იყო, რომ ბონო მაროკოს კარს დაიცავდა, თუმცა მან ჰიმნის შესრულებისას ტრავმა მიიღო და შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.

საგულისხმოა, რომ 31 წლის კარის დარაჯი მუნირმა საკმაოდ წარმატებული თამაშით ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მსგავსი სახალისო ისტორია არ მომხდარა.

ცნობისთვის, F ჯგუფში სიტუაცია კიდევ უფრო ჩაიხლართა, ამ წუთისთვის ჯგუფის ლიდერი მაროკოა, თუმცა ჯერ კანადისა და ხორვატიის შეხვედრა არ ჩატარებულა.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები