“კვარაცხელიას ამის გაკეთება არ შეუძლია” - მოულოდნელი განცხადება ხვიჩას მისამართით

საფრანგეთის ნაკრებისა და "მილანის" ვეტერანმა მოთამაშემ, მარსელ დესაიმ იტალიურ მედიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
დესაიმ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ვინ უფრო მზად არის რომ გუნდს ულიდეროს? კვარაცხელია ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, აი, ლაუტაროს კი აქვს პოტენციალი. ვლაჰოვიჩმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას საოცარი პოტენციალი გააჩნია, იმისა რომ, ახალი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს. თუმცა ჯერჯერობით სერბ მოთამაშეს 1/2 ფეხბურთელი აღემატება", - განაცხადა დესაიმ.
ფაქტია, რომ ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს ხვიჩაზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, თუმცა კვარაცხელია კრისტიკოსების დადუმებას არ წყვეტს და იმედი ვიქონიოთ, რომ არც დესაი იქნება გამონაკლისი.