შოთა არველაძე: "კვარაცხელიას მიმართ დიდი სიამაყის გრძნობა მაქვს"

შოთა არველაძე: "კვარაცხელიას მიმართ დიდი სიამაყის გრძნობა მაქვს"
15-11-2022, 21:49

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ რომში, სტადიო ოლიმპიკოზე დიეგო არმანდო მარადონასადმი მიძღვნილ ლეგენდების მატჩზე მიიღო მონაწილეობა.

შოთამ მატჩის შემდეგ იტალიურ გამოცემებს, mezzogiorno-სა და Calcionapoli24-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:
"კვარაცხელია ფენომენალური მოთამაშეა. ენით აღუწერელი ფეხბურთელია და მისით ძალიან ვამაყობ. ხვიჩას უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს და მისი თამაშის ყურება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. კვარა ძალიან კარგი პიროვნებაა. დიდებული ფეხბურთელია და გაიბრწყინა ისეთ გუნდში, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. პარასკევს მასთან ვიმსჯელე და მითხრა, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს. წელის ტკივილი ისევ აწუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოედანზე, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.

ქართველი ხალხისთვის კვარა ძალიან ბევრს ნიშნავს, ის ჩვენი საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენი ნაკრებისთვის დიდ პერსპექტივას წარმოადგენს. მის გარეშე დიდი პრობლემა გვექნება, მაგრამ მასთან ერთად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უფრო მარტივდება.

"ნაპოლის" სერია ა-ს მოგება შეუძლია, ჩემპიონობის შთამბეჭდავი შანსი აქვს. ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია, რატომაც არა? "ლივერპულის" და ძლიერები გუნდების წინააღმდეგ კარგად ითამაშა. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა, იქ სხვა ძლიერი გუნდებიც არიან. მაგალითად: "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "რეალი", როგორც ყოველთვის, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია." - განაცხადა არველაძემ.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მოახლოვებულ ნოემბრის მატჩი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

FACEBOOK კომენტარები