კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუს მეორე ნაწილი - აქამდე ბევრისთვის უცნობი დეტალები

კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუს მეორე ნაწილი - აქამდე ბევრისთვის უცნობი დეტალები
16-11-2022, 11:48

კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულის ბოლოს დაგვიანონსა ინტერვიუ, რომელიც ყველაფერს ფარდას ახდიდა და სიმართლეს დაგვანახებდა.

პირს მორგანთან ჩაწერილი ინტერვიუს პირველ ნაწილში რონალდუმ უეინ რუნისგან კრიტიკა არ მიიღო, განაცხადა, რომ ერიკ ტენ ჰაგს პატივს არ სცემს და კლუბის ინფრასტრუქტურა დაიწუნა.

ამჯერად, კრიშტიანუს საუბრის მეორე ნაწილი გამოქვეყნა, სადაც პორტუგალიელმა თქვა, რომ კლუბმა მას არ დაუჯერა ოჯახური პრობლემების შესახებ, რაც მისთვის შეურაცხმყოფელია.

"გლეიზერები კლუბზე საერთოდ არ დარდობენ. მათთან არც კი მისაუბრია და საქმე მთლიანად ბორდს გადააბარეს. მფლობელებს ფეხბურთი არ აინტერესებთ, ეს მათთვის ბიზნესია.

ქომაგები იმსახურებენ რეალობის მოსმენას გლეიზერების შესახებ. ჩემი აზრით, იუნაიტედისთვის ძალიან რთული იქნება, შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასვლა.

გარი ნევილი და უეინ რუნი ჩემი არა მეგობრები, არამედ კოლეგები არიან. ერთად ვთამაშობდით, მაგრამ ახლოს არ ვყოფილვართ. ისინი ჩემს სახელს იყენებენ პოპულარობისთვის.

რიო ფერდინანდი და როი კინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე დადებითად საუბრობენ. ისინი გასახდელში შემოდიან და ნამდვილი ფეხბურთელები არიან. მათ იციან, რას ფიქრობენ მოთამაშეები და როგორ უნდა მოიქცნენ მათთან.

კლუბის წარმომადგენლები არ იყვნენ 100%-ით დარწმუნებულები, რომ ჩემი ახალშობილი გოგონა ცუდად იყო. ეს მტკივნეულია, მათ არ დამიჯერეს", - ამბობს რონალდუ.

FACEBOOK კომენტარები