კვარაცხელია მიუნხენის "ბაიერნში" - გერმანულ პრესაში საინტერესო განცხადებამ გაიჟღერა

კვარაცხელია მიუნხენის "ბაიერნში" - გერმანულ პრესაში საინტერესო განცხადებამ გაიჟღერა
30-03-2021, 12:13
1 910

გერმანული სპორტული გამოცემა Sport1.de ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით - ქართველი ტალანტი "ბაიერნში"?

გამოცემას ციტატად კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის სიტყვები მოჰყავს, რომელიც ამბობდა, რომ ხვიჩას "რეალში" ან "ბაიერნში" შეუძლია თამაში.

სხვა ინფორმაცია "ბაიერნთან" ქართველი ვარსკვლავის კავშირის შესახებ უცნობია. აქამდე ცნობილი იყო, რომ მარტის სანაკრებო თამაშების დროს ხვიჩას თამაშს ძირითადად იტალიური გუნდების სკაუტები დააკვირდებოდნენ.

FACEBOOK კომენტარები