"კვარა ძალიან ვწუხვარ, დიდ ბოდიშს გიხდით...", - რა წერელი მისწერეს ხვიჩა კვარაცხელიას

"კვარა ძალიან ვწუხვარ, დიდ ბოდიშს გიხდით...", - რა წერელი მისწერეს ხვიჩა კვარაცხელიას
3-11-2022, 21:08

ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„კვარა, ის ხალხი ჩვენ არ წარმოგვიდგენს, ბოდიშს გიხდით“, „მთელ ნეაპოლს უყვარხარ, ამ კრიმინალებმა შეარცხვინეს ჩვენი ხალხის იმიჯი“, „სხვა დროს ეს არასდროს მოხდებოდა, ოდესღაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს არავინ შეეხებოდა“, „იმედია მალე იპოვიან მის მანქანას და ქურდები დაისჯებიან!“, „ნუ დავანგრევთ ამ მშვენიერ ოცნებას“, - წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს.

იტალიური მედია იუწყება, რომ ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები