რეკლამა

შერმადინის სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

შერმადინის სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში (ვიდეო)
25-01-2021, 10:38
181

გიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოა. ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 21-ე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ბაქსი მანრესა“ 85-70 დაამარცხა. ქართველი ცენტრი კი შეხვედრის MVP გახდა.

შერმადინი ტრადიციულად „ტენერიფეს“ სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ არასრულ 23 წუთში გიომ 29 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 16 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ „მადრიდის რეალს“ ჩამორჩება. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 30 იანვარს „მორაბანკ ანდორას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

FACEBOOK კომენტარები