რეკლამა

ესპანელთა ვარჯიშზე ორი გულშემატკივარი შევარდა (ვიდეო)

ესპანელთა ვარჯიშზე ორი გულშემატკივარი შევარდა (ვიდეო)
27-03-2021, 22:50
510

საქართველოს ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე ესპანეთის ნაკრების მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე სახალისო ამბავი მოხდა - "ფურია როხა" ვარჯიშის დაწყებისთვის ემზადებოდა, როდესაც "დინამო არენის" მოედანზე ფეხბურთის ორი ფანი შევარდა.

მათ ესპანელ ვარსკვლავებთან სურათის გადაღება სურდათ, მაგრამ სტადიონის დაცვამ ორივე მოედნიდან და სტადიონიდან წამებში გაიყვანა და ესპანელებმა ვარჯიში განაახლეს. თუმცა, ინციდენტზე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა და სერხიო რამოსმა კარგად იხალისეს.

ვიდეო საქართველო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა

FACEBOOK კომენტარები