ეს თანხა, შესაძლოა, ბასილაშვილმა მიიღოს – ნახეთ რამდენია ტურნირის საპრიზო ფონდი, რომელშიც ქართველი მონაწილეობს

ხვალიდან აშშ-ის ქალაქ მაიამიში ტრადიციული საჩოგბურთო მასტერსი გათამაშებაში, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაერთვება.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ორგანიზატორებმა 27-ე განთესვა მიანიჭეს. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე ეტაპზე სავარაუდოდ შვედ მიქაელ იმერს გაეჯიბრება, რომელიც რეიტინგის 95-ე ნომერია.
ამასთან, ცნობილი გახდა ტურნირის საპრიზო ფონდიც, რომელიც 4,299,205 დოლარს შეადგენს. ასე, რომ წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ნიკა მსოფლიო რეიტინგში დაწინაურებასთან ერთად, სოლიდურ თანხასაც მიიღებს.
ასევე, წლევანდელ მაიამის მასტერსს ნებისმიერ შემთხვევაში ახალი გამარჯვებული ეყოლება. გეცოდინებათ, შარშან აღნიშნული ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, ხოლო 2019 წელს ჩემპიონი როჯერ ფედერერი გახდა.
წყარო: პრაიმტაიმი