სპალეტი: "კვარაცხელიას ამ ასპეტზე სამუშაო და მოსამატებელი აქვს"

სპალეტი: "კვარაცხელიას ამ ასპეტზე სამუშაო და მოსამატებელი აქვს"
10-07-2022, 20:31
7 853

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. მან ნეაპოლელებთან ერთად რამდენჯერმე უკვე ივარჯიშა.

მედიასთან საუბრისას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, კვარაცხელიაზე საინტერესო და დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა:

"კვარაცხელია ახალი ჩამოსულია, ის თავიდანვე დავტვირთეთ და ამიტომ ცოტა ინერვიულა, თუმცა ძალიან მონდომებული იყო.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კვარაცხელიას ფიზიკურ კონდიციებში მოსამატებელი აქვს, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორება შეიძლება და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა მან.

FACEBOOK კომენტარები