ფედე ვალვერდე გაქურდეს - მას დიდი ოდენობით ნაღდი ფული მოპარეს

ფედე ვალვერდე გაქურდეს - მას დიდი ოდენობით ნაღდი ფული მოპარეს
10-07-2022, 17:16
7 577

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი, ფედე ვალვერდე, რომელიც ახლა შეყვარებულთან ერთად იბიცაზე ისვენებს, გაქურდეს.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მისმა მეუღლემ, მინა ბორინომ გააკეთა - ბორინოს თქმით, მათ 10,000 ევრო მოპარეს, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ჩააგდეს.

როგორც მინა ამბობს, ის დილიდანვე ცუდად გრძნობდა თავს, სახლი კი არეული იყო. როდესაც პლაჟზე გავიდა და ფული დასჭირდა, თანხა საფულეში ვეღარ იპოვა. ბორინოს თქმით, არეულობის შესახებ მზარეულმა შეატყობინა, როდესაც ოჯახში საუზმის მოსამზადებლად მოვიდა.

სახლის მფლობელები ფიქრობენ, რომ საჭმელში რაღაც იყო შერეული, ხოლო ყველაზე რეალური ეჭვმიტანილი მზარეულია. ვალვერდე და ბორინო საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევებისთვის.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები