რეკლამა

VIDEO: ბასილე დამარცხებულია! - შავდათუაშვილის შედევრი ოლიმპიურ ჩემპიონთან

VIDEO: ბასილე დამარცხებულია! - შავდათუაშვილის შედევრი ოლიმპიურ ჩემპიონთან
9-07-2022, 14:12
274

ამ წუთებში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს გრანდ სლემი მიმდინარეობს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში გავიდა.

ლაშამ პირველ წრეში დომინიკ როდრიგესს სძლია, მომდევნო რაუნდში მონღოლი მეტოქე დაამარცხა, 1/4 ფინალში კი ფაბიო ბასილეს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

სამწუხაროდ დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი, ზაურ დვალიშვილი და გიორგი შერაზადიშვილი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე "მამლუქი", ნუგზარ ტატალაშვილი კი ნახევარფინალშია.

ცნობისთვის, ლაშას მეტოქე ნახევარფინალში ადამ სტოდოლსკი იქნება.

FACEBOOK კომენტარები