რეკლამა

VIDEO: რთულია, მაგრამ... ხვიჩა კვარაცხელია იტალიელებს თავისი გვარის წარმოთქმას ასწავლის

VIDEO: რთულია, მაგრამ... ხვიჩა კვარაცხელია იტალიელებს თავისი გვარის წარმოთქმას ასწავლის
10-07-2022, 14:08
209

იტალიური "ნაპოლის" გულშემატკივრები დიდი ხანია იმტვრევევენ თავს იმაზე, თუ როგორ წარმოთქვან მათი გუნდის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი.

ამ პრობლემის გადაჭრაში ტიფოზებს თავად ქართველი გარემარბი დაეხმარა, რომელმაც სპეციალური ვიდეო ჩაწერა.

"გამარჯობა, მეგობრებო. ჩემი სახელი და გვარი რთული წარმოსათქმელია, მაგრამ მე თქვენ დაგეხმარებით. ეს ჩემი სახელია ქართულ ენაზე. მას ახლა ინგლისურად დავწერ. თქვენ შეგიძლიათ კვარა დამიძახოთ, თუმცა ჩემი სახელია ხვიჩა კვარაცხელია," - ამბობს კვარა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი "პარტენოპეიში" ვარჯიშს გუშინ შეუდგა.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები