რეკლამა

VIDEO: ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია!

VIDEO: ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია!
10-07-2022, 17:04
209

ამ წუთებში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს გრანდ სლემი მიმდინარეობს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდა.

ვარლამმა პირველი შეხვედრა ბოიან დოზენის წინააღმდეგ მოიგო, 1/8 ფინალში კარლ-რიჩარდ ფრეის მოუგო, 1/4 ფინალში კი რაფაელ ბუზაკარინი დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ.

ცნობისთვის, ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ნახევარფინალში მატიას მადსენი იქნება.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები