"ჩელსი" სტერლინგის გაფორმებასთან ახლოსაა

"ჩელსი" სტერლინგის გაფორმებასთან ახლოსაა
11-07-2022, 19:03
6 154

როგორც The Sun იტყობინებაა, "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან" რაჰიმ სტერლიგის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ლონდონურ კლუბს აღნიშნული ტრანსფერისათვის 50 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. ინგლისელი შემტევის ხელფასი კვირაში 300 000 ფუნტ-სტერლინგი იქნება და "ლურჯებთან" ხუთწლიან შეთანხმებას გააფორმებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.

უახლოეს დღეებში რაჰიმი ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა. ამის შემდეგ კი გუნდს ამერიკაში შუერთდება და წინა სასეზონო ტურნირში ჩაერთვება.

სტერლინგი "სიტიში" 2015 წელს "ლივერპულიდან" 44 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. 7 წლის მანძილზე ინგლისელი შემტევის ანგარიშზე 339 შეხვედრაში 131 გოლია. რაც შეეხება ტიტულებს, სტერლინგმა მანჩესტერულ კლუბთან ერთად ოთხჯერ პრემიერ ლიგა, ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი და ერთხელ ინგლისის თასი მოიგო.

FACEBOOK კომენტარები