ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "დოჰას მასტერსზე"

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "დოჰას მასტერსზე"
14-03-2021, 23:46
3 787

საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა, 2021 წლის „დოჰას მასტერსის“ მოგების შემდეგ 69 520 ამერიკული დოლარი და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი კი 787 930-ი ამერიკული დოლარი იყო.

გარდა ამისა ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP-ის მსოფლიო რეიტინგში რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, 42-ე პოზიციიდან, 37-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

29 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-13 ჩოგანი, ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი 2 სეტში ანგარიშით: 7-6, 6-2 დაამარცხა „დოჰას მასტერსი“ კარიერაში პირველად მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ბასილაშვილმა მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა,როჯერ ფედერერი 1/4 ფინალში, 3 სეტში დამაჯერებლად დაამარცხა.

ქართველ ჩოგბურთელი უკვე დარეგისტრირდა Dubai-ს ტურნირზე, სადაც პირველ მატჩს 16 მარტს, ამერიკელი ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანის, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხებით დოჰას ტურნირი მოიგო.

FACEBOOK კომენტარები