იკარდი პსჟში მაისურის ნომერს იცვლის

იკარდი პსჟში მაისურის ნომერს იცვლის
25-08-2020, 10:51
234

ოფიციალური ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის'" თავდამსხმელი, მაურო იკარდი მომავალ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

არგენტინელმა გასული სეზონი 18-ნომრიანი მაისურით ჩაატარა. აქამდე "პსჟ-ში" 9 ნომრით ედინსონ კავანი თამაშობდა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ივნისში ამოეწურა.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენში" 2019 წლის სექტემბრიდან თამაშობს. გასულ სეზონში ფორვარდმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.


FACEBOOK კომენტარები