ჩემპიონობის შემდეგ ბასილაშვილმა კომენტარი ქართულად გააკეთა

ჩემპიონობის შემდეგ ბასილაშვილმა კომენტარი ქართულად გააკეთა
13-03-2021, 21:02

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250 ქულიანი ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა 2 სეტში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა და კარიერაში მე-4 ტიტული მოიპოვა.

ფინალის შემდეგ ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა:

"არ მეგონა თუ აქ ვიდგები როგორც ჩემპიონი. ძალიან ბედნიერი ვარ. ბაუტისტას შესანიშნავი ტურნირი ჰქონდა ვულოცავ მას. ასევე მსურს ყატარის სახელმწიფოს ეს შესანიშნავი ტურნირი მივულოცო. დიდი პატივი იყო თქვენს წინაშე თამაში".

"კარიმს, ტურნირის ორგანიზატორს დიდი მადლობა, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტურნირია".

"მადლობა ჩემს მეგობარ გოგონას, ჩემს გუნდს, სპარინგ პარტნიორს ოპელკას. ყველას, ვინც დამეხმარა. შეიძლება ქართულად ვთქვა რამდენიმე სიტყვა:

"მამიკო, მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. ასევე მადლობა ყველა ქართველს გვერდში დგომისთვის". - განაცხადა ბასილაშვილმა.

FACEBOOK კომენტარები