"კალაძემ მას პირდაპირ უთხრა, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, დედას მ***"

"კალაძემ მას პირდაპირ უთხრა,  თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, დედას მ***"
13-06-2022, 17:05
33 267

იტალიური "მილანისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვიკაშ დორასომ ფრანგულ ტელევიზია SFR SPORT-თან, სტუმრობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"კალაძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. მას ფერარი ჰყავდა და "მილანელოზე" ერთად მივდიოდით. გზაში არასოდეს მელაპარაკებოდა. არასდროს არ გვისაუბრია, მაშნაც კი, როდესაც ერთ მაგიდასთან ვისხედით და ვჭამდით".

"ერთ დღეს, ვარჯიშზე ჯენარო გატუზოსთან შელაპარაკება მომივიდა, მან ხელიც დამარტყა, კალაძემ კი დამიცვა. ის გატუზოსთან მივიდა და უთხრა - თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, დედას მ********. ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი, რადგან, როგორც აღვნიშნე არც კი ვკონტაქტობდით", - განაცხადა დორასომ.

შეგახსენებთ, დორასო კალაძესთან ერთად "მილანის" შემადგენლობაში 2004-2005 წლებში გამოდიოდა.

FACEBOOK კომენტარები