მაკედონიის მწვრთნელი: "ჩემთვის ბულგარეთთან შედეგს მნიშვნელობა არ აქვს"

მაკედონიის მწვრთნელი: "ჩემთვის ბულგარეთთან შედეგს მნიშვნელობა არ აქვს"
9-06-2022, 10:58
2 696

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას დაუპირისპირდება.

ჩრდილოეთ მაკედონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ, მოახლოებულ შეხვედრამდე მედიის კითხვებს უპასუხა:

"ჩვენ ბულგარეთთან და გიბლარტართან საქართველოს ნაკრების თამაშები კარგად გავაანალიზეთ. ვიცით, რომ ძლიერი გუნდია, კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელებით, თუმცა ბულგარეთთან დაფიქსირებული მათი შედეგი ჩემთვის უმნიშვნელოა, ეს ცალკე ისტორიაა.

ამ ფორმაციის საქართველოს 2020 წლის საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს სხვა ფორმაციის გუნდია.

ამ მატჩს გუნდური თამაში მოიგებს. ვეცდებით, რომ ერთიანად ვითამაშოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ", - განაცხადა მან.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები