სასიხარულო ინფორმაცია! - საბა ლობჟანიძე და ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

სასიხარულო ინფორმაცია! - საბა ლობჟანიძე და ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
8-06-2022, 15:57
548

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე sofascore-ის ვერსიით ერთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

ხვიჩამ 8.5 შეფასება დაიმსახურა, საბა ლობჟანიძეს კი 8.8 შეფასება ერგო.

ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ტურის სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც მემფის დეპაი, დეილი ბლინდი და ჰაკან ჩანხანოღლუ არიან.

ასე, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთა ლიგის მორიგი გათამაშება გენიალურად დაიწყო.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ნაკრები 22:45 საათზე ჩრდ.მაკედონიის ნაკრებს ქალაქ სკოპიეში ერთა ლიგის შეხვედრაში ესტუმრება.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები