ცუდი მაჩვენებელი - ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა

ცუდი მაჩვენებელი - ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა
8-03-2021, 17:44
1 226

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე გუშინ ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

90 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. ამავე წონაში უშანგი მარგიანს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ რეპეჟაში უზბეკ ძიუდოისტთან დამარცხდა.

100 კგ-ში გიორგი ჩიქოვანს, +100 კგ-ში ადამ ოქრუაშვილს და 78 კგ-ში სოფიო სომხიშვილსაც ვერ ვიხილავთ ფინალური ბლოკში.

საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მამაკაცთა შორის ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა.

FACEBOOK კომენტარები