ეს საოცრებაა, ოკუპანტების მიერ დაბომბვის დროს სამშობიაროში მყოფ ორსულს, გოგონა შეეძინა და...

ეს საოცრებაა, ოკუპანტების მიერ დაბომბვის დროს სამშობიაროში მყოფ ორსულს, გოგონა შეეძინა და...
11-03-2022, 15:20

მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე ავიაიერიშის შემდეგ, მთელი მსოფლიო შეძრწუნებული იყო ძლივს გადარჩენილი ორსული ქალების ფოტოებით. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო გოგონა მარიანა.

მარიანამ 10 მარტს იმშობიარა და გოგონა შეეძინა. ინფორმაციას ჟურნალისტი ოლგა ტოკარიუკი ავრცელებს.

„მარიანას ნათესავისგან მივიღე შეტყობინება, ორსული გოგონა მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფოდან. მათ მოახერხეს ტელეფონით დაკავშირება. წუხელ 22:00 საათზე მარიანას გოგონა შეეძინა! ყველაფერი კარგადაა. მარიუპოლში დაბომბვა არ წყდება", - წერს ის Twitter-ზე.

28 თებერვალს მარიანმა გამოაქვეყნა ამაღელვებელი კადრები ფოტოსესიიდან, თუ როგორ ელოდებოდა ბავშვს. ფოტოზე მას რუსები ატერორებდნენ. მომხმარებლები იყვნენ, ძირითადად დახურული ანგარიშებიდან, რომლებიც ორსულ გოგონას ტყუილში ადანაშაულებენ და მის შეურაცხყოფას ცდილობდნენ.

მათ გოგონას ყალბი ინფორმაციაც გაუვრცელეს, ვითომ იგი აფეთქების შემდეგ სამშობიაროში მივიდა და „იქ მოდელად მუშაობდა“.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოზე ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

FACEBOOK კომენტარები