რეკლამა

VIDEO: "ბარსას" ქომაგებმა მესი პარიზში გააცილეს

VIDEO: "ბარსას" ქომაგებმა მესი პარიზში გააცილეს
1-03-2022, 13:35
353

როგორც გუშინ გამცნეთ, ლიონელ მესი კვირას ბარსელონაში ჩაფრინდა და თავისი მეუღლის, ანტონელა რაკუცოს დაბადების დღე აღნიშნა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ლეომ ლუის სუარესთან და სესკ ფაბრეგასთან ერთად მოილხინა.

დღეს არგენტინელს პარიზში დაბრუნება მოუწია, აეროპორტთან კი მას "ბარსას" გულშემატკივრები დახვდნენ.

"ლა პულგამ" ავტოგრაფები მრავლად დაარიგა და საფრანგეთის დედაქალაქისკენ ქომაგების ჟივილ-ხივილის თანხლებით გაემართა.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები