დეპაი დანი ალვეშს გაეხუმრა – რა უთხრა მემფისმა ბრაზილიელს ინტერვიუს დროს

1-03-2022, 13:33
9 335
ჩავის "ბარსელონაში" პოზიტიური განწყობაა – ეს მემფის დეპაისა და დანი ალვეშის დიალოგითაც დასტურდება, როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟურნალისტთან საუბრობდა.
მემფისი: "რატომ ხარ ასეთი სერიოზული?"
დანი (ჟურნალისტთან საუბარს ცდილობს): "დროა..."
მემფისი: "ვარჯიშის დროა თუ რა?"
შემდეგ "Instagram-ზე" დეპაიმ ისევ ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პოსტი კომენტარით: "როცა ინტერვიუსთვის იცდი, მაგრამ ჩემს ძმას, დანი ალვეშს, მიკროფონის
დატოვება არ სურს. ბოდიში, დიდო ძმაო, ხელის შეშლა მომიწია."
FACEBOOK კომენტარები