საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "VTB ბანკთან" თანამშრომლობა გაწყვიტა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "VTB ბანკთან" თანამშრომლობა გაწყვიტა
1-03-2022, 13:32
7 777

როგორც მოგეხსენებათ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რის შემდეგაც მეზობელ ქვეყანაზე მრავალი სამხედრო იერიში მიიტანა.

მომხდარმა მოვლენებმა მთელს მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მრავალი ქვეყანაში რუსული კომპანიები სრულიად გარიყეს.

სასიხარულოდ, სიტუაციას არ ჩამორჩა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც, რის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რუსულ VTB ბანკთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვისთან გააფორმებს ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ახალ სათანამშრომლო ხელშეკრულებას.

FACEBOOK კომენტარები