ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!
28-01-2022, 14:16
28 104

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო მის წინააღმდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება.

ინფორმაცია ამის შესახებ იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ჭადრაკის დიდოსტატის ინტერესებს იცავს.

"იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

გილოცავთ ამ გამარჯვებას!" – წერს კომპანია Facebook-ზე.

FACEBOOK კომენტარები