როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ერლინგ ჰოლანდი

როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ერლინგ ჰოლანდი
4-01-2022, 21:40
3 479

დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი სუპერფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი დიდი დილემის წინაშე დგას.

როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჰოლანდი მომავალ ზაფხულს კლუბს გამოიცვლის და მას ფართო არჩევანი აქვს.

21 წლის თავდამსხმელით ლამის ყველა ევროპული გრანდი ინტერესდება, მაგრამ თუ Marca-ს დავუჯერებთ, ფავორიტებად "რეალ მადრიდი" და "ბარსელონა" სახელდებიან.

მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, ჰოლანდი გადაწყვეტილებას 31 იანვრამდე მიიღებს.

ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსფერი იანვარში განხორციელდება. ერლინგი სეზონს "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩაამთავრებს, შემდეგ კი ახალ თავგადასავალს დაიწყებს.

ცნობისთვის, ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში სულ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 5 ასისტი.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები