მუჯირი: "ჩვენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას აღარ ვიღებთ, ეს სათამაშო ბიზნესის დამსახურებაა"

მუჯირი: "ჩვენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას აღარ ვიღებთ, ეს სათამაშო ბიზნესის დამსახურებაა"
20-12-2021, 12:14
3 842

მთავრობის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა კაზინოებსა და ტოტალიზატორებს რეკლამა აეკრძალოთ.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი გამოეხმაურა:

"უკვე 4 წელია, კრისტალბეთის სახით გვყავს პარტნიორი, ამ ინვესტიციების წყალობით კი მივედით იქამდე, რომ ეტაპობრივად, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსების აღება შევწყვიტეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობა შენარჩუნდეს და მეტიც, გაღრმავდეს. არამარტო კაზინოებთან, მოლაპარაკებები გვქონდა ფუტსალსა და ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქ კაზინოებს არ ვეხებით, მაგალითად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა პირადად ჩვენი პროდუქტია, თუმცა ნაკრების სპონსორი ამ სფეროდან არ გვყავს.

ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტიდან ლარს არ იღებს, პირიქით, ბიუჯეტში გადასახადებიც შეაქვს, ძალიან არ გვინდა, რომ ძველ დროს დავუბრუნდეთ. პრიორიტეტული სახელმწიფო ინტერესებია, მაგრამ იმედი მაქვს, პარტნიორებს არ დავკარგავთ".

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები