"ტყუპებს ჰკითხე, ლეჟანკის გაცვლაში რამდენი თუმანი აუღიათ"

"ტყუპებს ჰკითხე, ლეჟანკის გაცვლაში რამდენი თუმანი აუღიათ"
20-12-2021, 12:13
5 232

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა რეზი არველაძემ "ლელოსთან" საუბრისას კარიერის საწყისი პერიოდი და მისი ტყუპი ძმების, რეზი და შოთი არველაძეების შესახებ სახალისო ისტორია გაიხსენა.

"ყოველთვის მდიდრებია არ ვყოფილვართ. პლხანოვზე ერთ პატარა სახლში მამაჩემის მშობლებთან და მამიდაჩემის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდით. ერთი ხანობა, დიდუბეში გადავედით. ამ დროს, უკვე "დინამოშიც" ვთამაშობდი, 140 მანეთი ხელფასი დამინიშნეს. პირველ კურსზეც ვიყავი, სტიპენდიასაც ვიღებდი და ჯიბის ფულიც მქონდა. დედაჩემზე მეტი ხელფასიც მქონდა და მამაჩემზეც".

"დიდუბეშიც პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო. ერთი, ტყუპებს კითხე, საწოლის გაცვლაში რამდენი "თუმანი" აქვთ აღებული? მატყავებდნენ".

"ორივე ერთნაირად "იმაზებოდა", ეს ხუმრობით, თორემ ჩვენ არაფერს ვყოფთ. კარგი ძმები რომ მყავს, ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რომლის ფასიც ვერც ერთი საფეხბურთო ტიტული ვერ იქნება".


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები