კლოპი: "პრემიერ ლიგას კოვიდის შემთხვევებზე მივმართეთ, მათგან ასეთი პასუხი მივიღეთ"

კლოპი: "პრემიერ ლიგას კოვიდის შემთხვევებზე მივმართეთ, მათგან ასეთი პასუხი მივიღეთ"
20-12-2021, 12:10
2 520

"ნიუკასლთან" მატჩამდე, "ლივერპულის" 3 ფეხბურთელს, ვირჯილ ვან დაიკს, ფაბინიოსა და კურტის ჯოუნსს, კორონავირუსი დაუდასტურდათ, დღეს კი დადებითი პასუხი ტიაგო ალკანტარასაც მოუვიდა.

მერსისაიდული გრანდის თავკაცმა, იურგენ კლოპმა, მატჩის შემდგომ, ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი:

"პრემიერ ლიგას შევატყობინეთ, რომ ტიაგოს სახით მეოთხე კოვიდ-დადებითი ფეხბურთელი გვყავდა, მათ კი გვიპასუხეს, რომ ეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ციფრებია.

სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ფეხბურთის თამაშს იქამდე განვაგრძობთ, სანამ ამის უფლებას მოგვცემენ.

სტაფის წევრებს შორის ვირუსი არავის აქვს, ალბათ იმიტომ, რომ ყველა მათგანი ბუსტერ დოზით 5-6 კვირის წინ აიცრა", - განაცხადა მან.


FACEBOOK კომენტარები