სად გადავა ჰოლანდი - სიახლე ნორვეგიელის მომავალთან დაკავშირებით

სად გადავა ჰოლანდი - სიახლე ნორვეგიელის მომავალთან დაკავშირებით
11-12-2021, 23:56
1 798

საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენითაა დაინტერესებული.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი ჟურნალისტი ორიოლ დომენეხიც.

წყაროს თანახმად, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჰოლანდი ვერ ხვდება, თუ როგორ უნდა შესწვდნენ ფინანსურად დასუსტებული კატალონიელები მის ტრანსფერს.

"ბლაუგრანას" "ბორუსიასთვის" 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო საკომისიო თანხა 40 მილიონს შეადგენს.

გარდა ამისა, ჰოლანდის ხელფასი 30 მილიონი ევრო უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს 21 წლის თავდამსხმელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტის ერთ-ერთი შესაძლო ნავსაყუდელი სწორედ "ბარსა" შეიძლება იყოს.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა სულ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 4 ასისტი.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები