ლაუტარო: "ის ინტერში ბედნიერი იყო"

3-12-2021, 13:07
1 417
როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "ჩელსიმ" საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გადაიხადა რომელუ ლუკაკუს შესაძენად.
ბელგიელის ყოფილი თანაგუნდელი და "ინტერის" ამჟამინდელი შემტევი, ლაუტარო მარტინესი, ამ ტრანსფერზე საუბრობს.
"ეს არის პირადი არჩევანი. ის ბედნიერი იყო აქ, მაგრამ აშკარად გრძნობდა წასვლას," - ამბობს არგენტინელი ფორვარდი, sportmediaset - თან ინტერვიუში.
აქვე გეტყვით, რომ უდიდესი ალბათობით, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ლუკაკუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
FACEBOOK კომენტარები