გასპერინი: "ეს რომ ვთქვა, 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯიან"

მოგეხსენებათ, "ატალანტა" მადრიდის "რეალთან" საშიანო შეხვედრაში ანგარიშით (0-1) დამარცხდა. გოლის ავტორი ფრანგი მარცხენა მცველი ფერლან მენდი გახლდათ.
მატჩის მე-17 წუთზე, საკამათო ეპიზოდის განხილვის შემდეგ, "ატალანტა" 10 კაცით დარჩა. მოედანი რემო ფრიულერმა დატოვა, რომელმაც "ბლანკოსის" სახიფათო შეტევა ჯარიმით შეაჩერა.
თამაშის შემდგომ ამ ფაქტზე ყურადღება ბერგამოელთა თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ გაამახვილა:
"მატჩის მიმდინარეობისას ფრიულერი გააძევეს და 10 კაცით დავრჩით. მსაჯის გადაწყვეტილებას არ გავაკრიტიკებ, რადგანაც 2 თვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯიან. მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თავს დამაჯერებლად ვიცავდით და საწყენია ის ფაქტი, რომ გოლი თამაშის მიწურულს გავუშვით. 11 კაცით რომ გვეასპარეზა, მატჩი სხვაგვარად წარიმართებოდა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ეპიზოდის სანახავად იხილეთ ვიდეო.