"ასე უყვარს საქართველოს ნაკრები" - უცხოური მედია შენგელიაზე წერს

"ასე უყვარს საქართველოს ნაკრები" - უცხოური მედია შენგელიაზე წერს
27-11-2021, 14:53
2 663

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დიდებულად დაიწყო - სპორტის სასახლეში, ჩვენებურებმა უკრაინის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 88-83 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მატჩამდე "ცსკა"-ს რიგებშიც ითამაშა, შემდეგ გადმოფრინდა და მეორე დღესვე ნაკრების მაისური მოირგო.

ამ ყველაფერს FIBA და უცხოური მედია გამოეხმაურა:

"იპოვე ვინმე ისეთი, რომელსაც ისე ეყვარები, როგორც თორნიკე შენგელიას უყვარს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში", - წერს FIBA Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

რუსული Sports.ru აღნიშნავს, რომ ბოლო 2 დღეში თორნიკემ პარკეტზე 65 წუთი დაჰყო, ჯერ არმიელებს "ბაიერნის" წინააღმდეგ დაეხმარა, შემდეგ კი ნაკრებს, რაც წარმოუდგენელია.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები